Header image

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება SHAREs საქართველოს გვერდზე

SHAREs ეხება ენერგეტიკულ გაერთიანებებს 

SHAREs, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, მხარს უჭერს ე.წ. ადგილობრივ ლიდერებს საკუთარი ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბებაში ან გაფართოებაში და საშუალებას აძლევს მათ წაახალისონ მომხმარებლები, რათა მონაწილეობა მიიღონ, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ არ გააჩნია ინტერესი ენერგეტიკის მიმართ ან უბრალოდ არ იცნობს ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციას.  

აღნიშნული მომხმარებლებს აყენებს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის მამოძრავებელ ადგილას. ენერგეტიკულ გაერთიანებებში მონაწილეობა მათ საშუალებას აძლევს გახდნენ განახლებადი ენერგიის მწარმოებლები, გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობა, დაზოგონ სითბო და ენერგია, დაუბრუნონ ენერგია ქსელს და შესთავაზონ თავიანთი მოთხოვნის მოქნილობა ენერგეტიკულ ბაზარს. შესაბამისად, ინდივიდუალური მომხმარებლები ხდებიან კოლექტიური პროსიუმერები. 

… ისინი, ვინც პოტენციურად დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკული გაერთიანების/კოლექტიური მოქმედების ჩამოყალიბებით ან გაფართოებით.

SHAREs კონსორციუმი მოიცავს პარტნიორებს ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, საქართველოდან, გერმანიიდან და უნგრეთიდან. ადგილობრივი ლიდერების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ენერგეტიკული გაერთიანებები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. თუმცა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც უკვე არსებობენ ენერგეტიკული გაერთიანებები, ჯერ კიდევ გააჩნიათ დიდი პოტენციალი მათი მარეგულირებელი ჩარჩოს გაფართოებისა და განვითარებისთვის. 

SHAREs-ის მოქმედების სფერო

SHAREs-ის მიზანია ხელი შეუწყოს კოლექტიური ქმედებების მრავალფერეოვნებას, რაც ხელს შეუწყობს ენერგერგოეფექტურობის ზრდას, ენერგიის ოპტომიზირებულ მართვას, ასევე განახლებადი ენერგიის წილის ზრდას. შესაბამისად, ტერმინი ენერგეტიკული გაერთიანებები SHAREs-ში აღნიშნავს კოლექტიური ქმედებების ყველა ფორმას მომხმარებლის მიერ და მომხმარებლისთვის. ქვეყნებში, რომლებმაც უკვე განახორციელეს ევროპული კანონმდებლობის ტრანსპოზიცია ენერგეტიკული გაერთიენებების შესახებ, მაგალითად, ავსტრიაში, აქცენტი კეთდება განახლებადი ენერგეტიკულ გაერთიანებებზე (REC) და მოქალაქეთა ენერგეტიკულ გაერთიანებებზე (CEC). 

როგორ უჭერს მხარს SHAREs ენერგეტიკულ გაერთიანებებს და კოლექტიურ ქმედებებს 

ენერგეტიკულ გაერთიანებებში და კოლექტიურ ქმედებებში ყველა მოქალაქის ჩართულობისათვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული განხორციელდეს კარგად აღჭურვილი ადგილობრივი ლიდერების მეშვეობით. შესაბამისად, Gateway იქნება ცენტრალური ციფრული პლატფორმა თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივ ლიდერებს შეუძლიათ მოიძიონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა შექმნან ან გააფართოვონ ენერგეტიკული გაერთიანებები. 

SHAREs მხარს უჭერს ადგილობრივ ლიდერებს, რათა შექმნან ციფრული პლატფორმები (SHAREs Gateways) ქვეყნის სპეციფიკაციის გათვალისწინებით, სადაც ხელმისაწვდომია: 

  1. საინფორმაციო პაკეტი ქვეყნის სპეციფიკაციის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივ ლიდერებს ყველა საჭირო ინფორმაციით მათი ენერგეტიკული გაერთიანების შესაქმნელად (მაგ. სამართლებრივი ჩარჩო, კონტრაქტების ნიმუშები ან ბიზნეს მოდელები); 

  1. „აირჩიე და შეურიე“ საკომუნიკაციო კამპანიის ბლოკები, რათა ადგილობრივმა ლიდერებმა  შეძლონ მათი ენერგეტიკული გაერთიანების ან კოლექტიური მოქმედებების ეფექტური პოპულარიზაცია მომხმარებელთა ყველაზე შესაფერის ჯგუფებში. 

ნულიდან დაწყების ნაცვლად, SHAREs მაქსიმალურად იყენებს არსებულ ინიციატივებს, პროექტის შედეგებს, ეროვნულ და ევროპულ ინსტრუმენტებს და აერთიანებს მათ ცენტრალურ ეროვნულ Gateways-ში. გარდა ამისა, SHAREs ეფუძნება არსებულ პლატფორმებს, სადაც ეს შესაძლებელია და თანამშრომლობს მსგავს ინიციატივებთან, რომლებიც ახლა ვითარდება. 

ექვსი ეროვნული SHAREs Gateway აერთიანებს არსებული ინიციატივების ცოდნასა და ინსტრუმენტებს უკვე ჩამოყალინებული ენერგეტიკული გაერთიანებების და პოლიტიკის განმავითარებლების გამოცდილების გათვალისწინებით. Gateway-ის ნიმუში ინგლისურ ენაზე ხელს უწყობს ეროვნულ დონეზეი ვებსაიტების შექმნას პარნიორ ქვეყნებში და შეიძლება მოერგოს თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ევროპის ექვსი ქვეყნის მინიმუმ 20 ენერგეტიკულ გაერთიანების ტესტირებისა და გაუმჯობესების შემდეგ, SHAREs Gateway ხელმისაწვდომი იქნება ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარისთვის ევროპის მასშტაბით. 

მხარს უჭერს არსებულ (პიონერებს), მსურველ (პილოტებს) და მომავალ ენერგეტიკულ თემებს 

...არიან მუნიციპალიტეტები/ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ქმნიან/აფართოვებენ ენერგეტიკულ გაერთიანებას SHAREs-ის ფარგლებში და მხარდაჭერით. 

ჩვენ უშუალოდ დავეხმარებით მინიმუმ 20 განვითარებად ენერგეტიკულ გაერთიანებას (პილოტ პროექტს) ექვს პარტნიორ ქვეყანაში ენერგეტიკული გაერთიანების ან კოლექტიური ქმედებების ჩამოყალიბებაში. მათი გამოხმაურებით მოხდება პროექტში შემუშავებული მასალების ტესტირება და გაუმჯობესება. პილოტები მოიცავს ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა ფორმებს უფრო ფართო გაგებით, მათ შორის ავსტრიასა და უნგრეთს შორის საზღვრისპირა ენერგეტიკული გაერთიანების ჩათვლით. 

... არიან ადამიანები/ორგანიზაციები, რომლებმაც უკვე განახორციელეს ენერგეტიკული გაერთიანების პროექტები. 

პიონერების გაერთიანებები არის არსებული ენერგეტიკული გაერთიანებები ან კოლექტივები და შეუძლიათ მიაწოდონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათი შექმნისა და ფუნქციონირების გამოცდილებაზე დაყრდნობით. SHAREs-ის საშუალებით ისინი ხდებიან პიონერთა წრის ნაწილი და, შესაბამისად, რეგულარულად იღებენ შესაძლებლობას, გაცვალონ ერთმანეთთან და გაუზიარონ მათ მიერ დაგროვებული ცოდნა. 

...საშუალებას აძლებს პიონერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ენერგეტიკულ გაერთიანებებს. 

მენტორინგის სქემის საშუალებით პიონერები საკუთარ გამოცდილებას გადასცემენ ენერგეტიკულ გაერთიანებებს. გარდა ამისა, პიონერებს მნიშვნელოვნად ეხმარება პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასალები. აღნიშნული მასალები გამოიყენება როგორც მულტიპლიკატორები SHAREs Gateway-ზე გავრცელებით და SHAREs-ის შესახებ კომუნიკაციით საკუთარ ქსელში. 

SHAREs-ის პროექტის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია პოტენციური ენერგეტიკული გაერთიანებების შემდგომი განვითარება, ხოლო მათთან კავშირი ხორციელდება სხვადასხვა მულტიპლიკატორების მეშვეობით პარტნიორ ქვეყნებში და ევროკავშირის დონეზე. პარტნიორების ძლიერი ეროვნული კავშირები და ევროპულ დონეზე გავრცლების მასშტაბი უზრუნველყოფს SHAREs Gateway-ის სტრატეგიულ პოზიციონირებას, რაც დაეხმარება მომავალ ადგილობრივ ლიდერებებს ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნაში.

კონტაქტი

ანგელა ჰოლცმანი, პროექტის კოორდინატორი 

Österreichische Energieagentur – Austrian Energy Agency (AEA) 

Mariahilfer Strasse 136, 1150 Vienna, Austria 

Tel. +43 (0)1 586 15 24-193 

Mob. +43 (0)664 810 7881 

energyagency.at

სიახლეები

იყავით ინფორმირებული SHAREs-ის საინფორმაციო ბიულეტენით!   

დარეგისტრირდი აქ